როგორ დავიძინოთ, თუ ოთახში ძალიან ცხელა
1753709700
ამერიკა-ევროკავშირის სავაჭრო შეთანხმებას, საფრანგეთის შემდეგ, გერმანია აკრიტიკებს. კანცლერი ამბობს, რომ დოკუმენტი ევროპისთვის და მისი ეკონომიკისთვის კაბალურია.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შეფასებები კეთდება თბილისშიც. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე განმარტავს, რომ მსოფლიოში მიმდინარეობს პროცესები, რომელიც მთლიანად ახდენს გავლენას არა მხოლოდ ეკონომიკაზე, არამედ გეოპოლიტიკაზე.
გორდულაძის შეფასებით, ასეთ პირობებში მნიშვნელოვანია საქართველო და მისი ეკონომიკა სრულად დაცული იყოს, რაც მხოლოდ და მხოლოდ გონივრულ პოლიტიკას შეუძლია.
"ჩვენ ვხედავთ, ურთიერთობებს, სანქციებს და ისეთ საკითხებს, რომლებიც ზოგიერთი ქვეყნის ეკონომიკისთვის ხელშემწყობია, მეორე მხრივ ევროკავშირში განცხადებები კეთდება, რომ ასეთი შეთანხმებები მათ ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება. მსოფლიოში მიმდინარეობს პროცესები, რომელიც მთლიანად ახდენს გავლენას არა მხოლოდ ეკონომიკაზე, არამედ გეოპოლიტიკაზე. მნიშვნელოვანია, რომ ამ მოვლენების მიმდინარეობისას საქართველო და მისი ეკონომიკა, მათ შორის, ჩვენი მომავალი სრულად იყოს უზრუნველყოფილი. მხოლოდ და მხოლოდ გონივრულ პოლიტიკას შეუძლია ეს ყველაფერი გააკეთოს", - აცხადებს არჩილ გორდულაძე.