თამარ გვერდწითელი რუსეთში კონცერტებს აუქმებს

თამარ გვერწითელი

რუსეთის უკრაინაში შეჭრა უამრავმა ხელოვანმა დაგმო, მათ შორის, ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებმაც. გავრცელდა ასევე, ე.წ. შავი სია, სადაც სადაც ის მომღერლები და მუსიკოსები არიან მოხსენიებულნი, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას მხარს არ უჭერენ.

„შავ სიას“ თან, რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის შესაბამისად დადგენილი ნორმები ახლავს, რომლებიც რუსმა არტისტებმა დაარღვიეს.

ამ სიაში, ერთი ქართველი მომღერალიცაა, ის ვალერი მელაძეა. მასთან ერთად ამავე შავ სიაში „საპატიო" ადგილს კონსტანტინე მელაძის ცოლი - ცნობილი მომღერალი და ტელეწამყვანი ვერა ბრეჟნევაც იკავებს.

სიაში არ აღმოჩნდა, თუმცა როგორც სოციალური ქსელიდან ვიგებთ, კონცერტებს თამარ გვერდწითელიც აუქმებს.

თამარ გვერდწითელის გვერდი აქტიურია ამ ეტაპზე „ვკონ­ტაქ­ტე­ზე“, სადაც ინფორმაცია გავრცელდა გაუქმებული კონცერტების შესახებ.


„ყურადღება!

კონცერტი გადაიდო. ახალი თარიღი დაზუსტდება!“

„იძულებული ვართ, გაცნობოთ, რომ თამარ გვერდწითელის სოლო კონცერტი „ადამიანის ხმა“, რომელიც 29 მარტს უნდა გამართულიყო, გაუქმდა“.