რას ამბობს ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - შეეცვლება თუ არა ბრალდება დაკავებულს
1732276871
საქართველოს საპატრიარქო თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
„გახშირდა საქართველოს საპატრიარქოს სახელის უნებართვოდ გამოყენების შემთხვევები.
სატელეფონო ზარის მეშვეობით მოქალაქეებს თითქოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით სთავაზობენ სხვადასხვა საეკლესიო ნივთს, მათ შორის, მოოქრულ, თვლებით მოჭედილ ბიბლიას ან ძვირადღირებულ საეკლესიო ატრიბუტიკას.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, საპატრიარქოს არცერთი ოფიციალური სამსახური არ გასცემს ნებართვას ან კურთხევას მსგავსი მარკეტინგული საქმიანობისათვის და არც რაიმე კავშირი აქვს ასეთ პირებთან. სავარაუდოდ, მავანთა მხრიდან აღნიშნული ქმედებების მიზანია ნივთების გასაყიდად მოსახლეობის ნდობის მოპოვება“, - ნათქვამია განცხადებაში.