თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი დილამდე შეუწყდა - ნახეთ, მისამართები
1732300350
უკრაინაში ომმა შეცვალა ისტორია და ადამიანების ცხოვრება. უკვე მეორე თვეა უკრაინელებისთვის ომი ყოველდღიურობად იქცა. ომის ქარცეცხლში გახვეულ უკრაინაში მშობლები შვილებს სამხედრო იარაღების სახელებს არქმევენ.
უკრაინის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინელმა მშობლებმა ახალშობილებს ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სისტემების “ჯაველინის” სახელები შეარქვეს.
იან ჯაველინი - ეს სახელი დაარქვეს ვინიცაში დაბადებულ ბიჭს მშობლებმა, ხოლო კიეველმა ოჯახმა ახალშობილ გოგონას - ჯაველინა.
„ახალშობილის სახელის არჩევისას უფრო ხშირად მშობლები ითვალისწინებენ შემდეგ ფაქტორებს: ოჯახური ტრადიციები, მშობლების ეროვნული, რელიგიური და პოლიტიკური შეხედულებებიც კი.
ზოგიერთისთვის შვილებისთვის სახელის არჩევისას გადამწყვეტი როლი ითამაშა ომმა, რომელშიც უკრაინელები უკვე მეორე თვეა ირჩევენ ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს.
დიახ, ვინიცის რაიონში და ქალაქ კიევში ახალშობილ ბიჭს და გოგონას დაარქვეს იან ჯეველინი და ჯაველინი.არანაირი კავშირი ომთან, მაგრამ ამავე დროს, ათობით ახალგაზრდა მშობელმა მთელი ქვეყნის მასშტაბით აირჩია ორიგინალური და საერთო სახელები ჩვილებისთვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.