სვანეთში ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭებს სამებაში გადაასვენებენ

დაღუპული

უშგულის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, ორი ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მანქანა მოცურდა და ხევში გადავარდა. არსებული ინფორმაციით, უამინდობის გამო გზებზე დაბალი ხილვადობა იყო.

როგორც დაღუპული ბიჭების ახლობლები წერენ, მათ სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ. 

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია II-ს, ლოცვა-კურთხევით სვანეთში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭების გადასვენება მოხდება - ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში. გამოსვენება ხუთშაბათს, 13 ივლისს, სამების საკათედრო ტაძრიდან 15:00 საათზე. ღმერთმა აცხონოს და სავანესა მართალთასა დააწესოს მათი სულები...“

ასევე ნახეთ:

„შენ ისეთი სახელი დატოვე, ბევრი ვერ მოახერხებს, ასი წელიც რომ იცხოვროს...“ - რას წერენ სვანეთში ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭზე

„შეხედე, სიკვდილო, შეხედე და იამაყე... წუთისოფელო, წუთიც აღარ დარჩი... წამად იქეცი...“ - ახლობლები სვანეთში დაღუპულ ახალგაზრდებზე

რა ლოცვა უნდა წაიკითხოთ პეტრე-პავლობის დღესასწაულზე - მას უდიდესი ძალა აქვს