სუპერმარკეტების რამდენიმე ქსელსა და სადისტრიბუციო კომპანიებში სუსი შევიდა

სუსი

სუპერმარკეტების ქსელსა და სადისტრიბუციო კომპანიებში სუსი შევიდა - რასთან დაკავშირებით და რა ფორმით ხდება დოკუმენტების ამოღება, ამაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ გამოძიების ინტერესის საგანია ფასთა წარმოქმნის პროცესი, რისი შესწავლის მიზნითაც ხდება დოკუმენტების ელექტრონული ვერსიის სასამართლოს განჩინებებით გამოთხოვა.

როგორც სუს-ში აღნიშნეს, სხვა ფინანსური საკითხებით ამ შემთხვევაში უწყება არ ინტერესდება, რადგან ეს მიმდინარე გამოძიების კვლევის საგანს არ წარმოადგენს.