ლოცვა, რომელიც ფერისცვალების დღესასწაულზე უნდა წაიკითხოთ
1787115660
12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის დედამ სოციალურ ქსელში კიდევ ერთი სულის შემძვრელი მიმართვა გაავრცელა.
„რა უნდა, რა სული დამიტანჯეს, სული, ხალხო“, - წერს სოფო ბიბილაშვილი.
ცნობისთვის, 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეში ახალი გარემოება გაჩნდა. გურამ დადიანიძის სახელით მოქმედ Facebook-გვერდზე 18 აგვისტოს, 21:54 საათზე, ოსურ დიალექტზე გამოქვეყნდა პოსტი - „Арцыд рæстæг“, რაც ქართულად „მოვიდა დრო“ ან „დადგა დრო“ ნიშნავს.
პოსტმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. „ანუ, ცოცხალია… ძალიან უცნაურია ეს პოსტი ამდენი წლის შემდეგ...“, - ასეთი გამოხმაურება მოჰყვა გაურკვეველ პოსტს.
პოსტის გამოქვეყნებიდან მალევე, სოციალურ ქსელში მიმოწერის სქრინი გასააჯაროვა გურამის ბიძაშვილმა.
„დღეს ჩემი შეტყობინება წაკითხულია... ვინ ხარ, რა ხდება“ - დაწერა მან.
მოგვიანებით, ვიდეომიმართვა გაავრცელა კობა ახალაძემ და თქვა, რომ საქმე აქვთ „დიდ თამაშთან“, რომელსაც გამოძიება ცხელ კვალზე გაარკვევს.
გამთენიისას, გურამის დედამ, სოფო ბიბილაშვილმა დაწერა: „გური, მოვიდა დრო, ეს რას ნიშნავს, შვილო?“
გურამ დადიანიძის გვერდზე ბოლო პოსტი 2013 წელს იყო გამოქვეყნებული. თავად გურამი 2014 წელს, 17 წლის ასაკში, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე გაუჩინარდა.
საქმის ფარგლებში შსს-მ ახლახან მლეთაში ტერიტორია ხელახლა შეამოწმა.
რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე სამძებრო სამუშაოებში სპეციალური ტექნიკა და დაახლოებით 50 თანამშრომელი იყო ჩართული, თუმცა გურამის კვალს ვერ მიაგნეს.
ამასთან, შემოწმებული ტერიტორიის მიხედვით, მეწყრის მიერ მისი წაყოლის ვერსია გამოირიცხა.
საქმეზე გამოძიება გრძელდება. გურამ დადიანიძის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.