„დღეს ჩემი შეტყობინება წაკითხულია... ვინ ხარ, რა ხდება“ - გურამ დადიანიძის ბიძაშვილი ფოტოს აქვეყნებს

გურამ დადიანიძის ბიძაშვილი

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის „ფეისბუქის“ გვერდზე, 18 აგვისტოს, 21:54 საათზე, ოსურ დიალექტზე პოსტი გამოქვეყნდა „Арцыд рæстæг“, რომელიც ასე ითარგმნება: „მოვიდა დრო“, „დადგა დრო“.

ანუ, ცოცხალია… ძალიან უცნაურია ეს პოსტი ამდენი წლის შემდეგ...“, - ეხმიანებიან სოციალური ქსელის მომხმარებლები ოსურ ენაზე დაწერილ პოსტს.

პოსტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში  გაუჩინარებული ბიჭის ბიძაშვილმა დაწერა:

„დღეს ჩემი შეტყობინება წაკითხულია...  ვინ ხარ? რა ხდება“

ცნობისთვის, გურიკო დადიანიძის გვერდზე, ბოლო პოსტი 2013 წელს არის გაზიარებული.