ლოცვა, რომელიც ფერისცვალების დღესასწაულზე უნდა წაიკითხოთ
1787115660
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის ალიანსი ფუნქციური არ არის და ამას სხვა წევრებიც აღიარებენ.
ფავლენიშვილის თქმით, აქედან გამომდინარე, ალიანსში ყოფნა-არყოფნის საკითხი აქტუალური არ არის.
„ნაციონალური მოძრაობისთვის“ და არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ აქტუალური არ გახლავთ ალიანსის წევრობა ან არწევრობა. არ მიმაჩნია, რომ ვსაუბრობთ ფუნქციონირებად ალიანსზე, რადგან სხვა წევრებიც აღიარებენ, რომ არ არის ფუნქციონირებადი ეს ალიანსი. ამიტომ, რა უნდა დაგვეტოვებინა, ვერ ვხვდები. აქტუალური არ არის ეს საკითხი ამ ეტაპზე. ისეთი რაღაცის წევრობაზე მესაუბრებით, რაზეც სხვებიც ამბობენ, არ არის ფუნქციურიო და შესაბამისად, ვერ გამოდიან სხვებიც წევრები. ოფიციალურ პროცედურას არ ჰქონია ადგილი, მაგრამ ზოგადად პროცედურაც რამდენად სჭირდება, არ ვიცი. არა მხოლოდ ჩვენ, არამედ სხვა წევრებიც აღიარებენ, რომ ეს ალიანსი ფუნქციური არ არის“, – აღნიშნა ფავლენიშვილმა.
რაც შეეხება სააკაშვილთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას განცხადებას, ფავლენიშვილის თქმით, „სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები, ივანიშვილთან ბრძოლის მაგივრად, მიხეილ სააკაშვილთან აგრძელებენ ბრძოლას“.
„უბრალოდ, რა არის ამის მიზეზი? გასაგებია, რომ მათ ერთი მხრივ, სააკაშვილის ჩაძირვით ჰგონიათ, გახდებიან მთავარი ოპოზიციონერები, მაგრამ არ ვიცი. როგორ შეიძლება, პრაგმატულად აღიქვამდე იმას, რომ თავიანთი კარიერის ბოლო პერიოდის მანძილზე მუდმივად აკეთებენ განცხადებებს „ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის წინააღმდეგ. არ ვიცი, ეს რამდენად ადეკვატური გახლავთ, როცა ქვეყანაში არის ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც ასე ებრძვის ქვეყანას. ამ დროს სააკაშვილთან ბრძოლა რა პოლიტიკურ პრაგმატიზმში ჯდება, ვერ გეტყვით, მორალს რომ თავი გავანებოთ“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.