1754511189
„სული და გული რომ შეძრა, ისეთი, ენით აღუწერელი ტკივილი ხარ, მიშო“ - ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს ემშვიდობებიან

ტრაგიკულად დაღუპულ მიშო ბადალაშვილს ახლობლები სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან. როგორც კომენტარებიდან ირკვევა, ბიჭი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
„სული და გული რომ შეძრა, ისეთი, ენით აღუწერელი ტკივილი ხარ, მიშო. შენი მშობლიური სკოლა თანაზიარია შენი მშობლების, შენი ძმების, მთელი ჩვენი უბნის უზომო მწუხარებისა და უნუგეშო დარდის… გვიყვარხარ და სულ იცოცხლებს ჩვენს გულებში ჩვენი მიშო ბადალაშვილის ხსოვნა“, - წერენ სოციალურ ქსელში.