სულ რომ ვკვდებოდე, რამდენიმე ეპისკოპოსისგან სიკვდილის წინ წყალსაც კი არ დავლევ - მეუფე იაკობი

იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის თქმით, სულ რომ კვდებოდეს, რამდენიმე ეპისკოპოსისგან სიკვდილის წინ წყალსაც კი არ დალევს.

მეუფის თქმით, არის რაღაც რასაც არ შეეგუება.

„პრინციპების გამო, რომ ვკვდებოდე, რამდენიმე სასულიერო და რამდენიმე ერისკაცია, ღმერთს ვთხოვ, რომ გინდ სიკვდილის პირას ვიყო, დღეს ისე ვფიქრობ, რომ წყალი რომ გადამარჩენდეს, იმათგან ერთი წვეთი, მომიტანონ და უნდა დამალევინონ, მიმღები არ ვარ. არის პრინციპები თუ ქრისტესი ხარ, არ განვიკითხავ მათ, მაგრამ არის რაღაცა ჩემთვისაც მიუღებელია, მიუხედავად იმისა, რომ იმათზე ცუდად ვთვლი თავს მე, ჩემს თავს წინ არ ვაყენებ ცოდვილად მიმაჩნია თავი, არის რაღაცა რასაც არ შევეგუები"- თქვა მეუფე იაკობმა ქადაგებისას.