რისი წელი იქნება 2027 და რომელი ზოდიაქოს ნიშნები იქნებიან წლის ფავორიტები
1788890595
მამა ანდრია სარია საუბრობს მწუხარებისა და სასოწარკვეთილების დროს სულიერი სიმტკიცის მნიშვნელობაზე და ქრისტიანებს მოუწოდებს, მძიმე მდგომარეობის დაძლევის გზად ლოცვას, ეკლესიაში მისვლას, ფსალმუნების კითხვასა და გალობას მიმართონ.
„ხშირად მწუხარებთ, რომ ბედნიერება არ გვაქვს... მაგრამ მიჰყვებით თუ არა სახარებისეულ ტექსტს, სადაც ნათქვამია, რომ ილოცეთ და ყველაფრისთვის მადლობელი იყავით, პავლე მოციქული ამბობს. როგორ, რანაირად?! მწუხარების დროს სად შემიძლია? სასოწარკვეთილებაშიც რომ იყო, მძიმე მდგომარეობაშიც, აი, ის ბოლო ერთი სუნთქვითი ძალა უნდა მოიკრიბო და ლოცვა შეძლო. თუ ადამიანურ საქმიანობებს გააგრძელებ, დროებით შეიძლება ფიქრს მოსწყდე, მაგრამ ის ავადმყოფობა არსად გაიქცევა, ისევ იქ არის, რადგან მკურნალობა არ ყოფილა.
მოიკრიბე ძალა, მიხვიდე ეკლესიაში, გალობას მოუსმინე, წაიკითხე ფსალმუნი და იგალობე, ანუ სულიერი ჰანგები შეიყვანე შენს სულში. მე ვფიქრობ, რომ ქრისტიანისთვის ერთადერთი საწყისი გამოსავალი არის ეს,“ - ამბობს მამა ანდრია სარია.