„სტუდენტმა გოგომ თავისი ძლივს შეგროვებული თანხა ნაგავში გადაყარა, რადგან მოატყუეს“ - ზაზა თელია

დერმატოლოგი

 დერმატო-ვენეროლოგი, ექიმი ზაზა თელია სოციალურ ქსელში წერს, რომ ერთ-ერთ კლინიკაში, პაციენტს 1000 ლარის კვლევები დაუნიშნეს, რომელიც, რეალურად, არ სჭირდებოდა.

„პაციენტი, სტუდენტი ახალგაზრდა გოგო, იმკურნალა წარმატებით აკნეზე. 100%-იანი შედეგი მივიღეთ. სამწუხაროდ, დაუდევრობით, ჩემთან შეთანხმების გარეშე, იმის შიშით, რომ აკნე ისევ თავიდან არ დამართოდა, იფიქრა, ანალიზებს გავიკეთებო - მივიდა ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც არაფრის მომცემი 1000 ლარის კვლევები დაუნიშნეს, ვიტამინების ნაკლებობა დაუდგინეს და თან უთხრეს - „დაგემართება აბა რა აკნე თავიდან, ვიტამინების ნაკლებობა იწვევს აკნესო“. დაუნიშნეს მულტივიტამინები, რომლებიც პირიქით აკნეს გამომწვევია.

სტუდენტმა გოგომ თავისი ძლივს შეგროვებული თანხა ნაგავში გადაყარა, რადგან მოატყუეს. თქვენ უნამუსო შარლატანებო, ყველაფერს აქვს საზღვარი“, - წერს ზაზა თელია სოციალურ ქსელში.