„ვინც ამ გზაზე მომყვება...“ - ილია თოფურია გავრცელებული ჭორების შემდეგ პოსტს აქვეყნებს
1761162624
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განმარტა, თუ როდის იქნება ცნობილი იმ პარტიების ჩამონათვალი, რომელთა გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შევა.
როგორც გორდულაძემ „ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, კონკრეტულ პარტიებს დაასახელებენ მაშინ, როდესაც სარჩელი გამოქვეყნდება.
„კოლექტიურ ნაცმოძრაობას" რომ ჰკითხოთ, მათ გაერთიანებაში ხან 800-900, ხანდახან 14 პარტიასაც ასახელებენ, ამ დაჯგუფებაში გაწევრიანებულს. თვითონ ვერ ჩამოყალიბებულან, ხან აბევრებენ ხოლმე პარტიებს რაოდენობას, ხან საერთოდ 4-ს ამბობენ. ხან აბევრებენ, ხან ამცირებენ. მაგრამ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია თუ რა საფუძვლით არის შესაძლებელი, რომ პარტია გაუქმდეს, აიკრძალოს და აკრძალვის შედეგები პრაქტიკაში იყოს რეალიზებული. პირველ რიგში, ეს გათვალისწინებულია ისევ და ისევ საქართველოს კონსტიტუციაში. უბრალოდ, საფუძველიც კი არ დაუტოვებიათ "ნაცმოძრაობის" წევრებს და პარტია "ნაცმოძრაობას", რომელიც დარღვეული არ ჰქონდეთ. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც ებრძოდნენ და ებრძვიან სუვერენიტეტს, ესენი ფეხ ქვეშ თელავენ ადამიანის უფლებებს. მათ ჰქონდათ ჩამოყალიბებული სისტემა, სადაც სისტემატურად წამების ქვეშ იყვნენ ადამიანები. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ პირს, რომლის ქონებაც მოეწონებათ, თანხები მოეწონებოდათ, ართმევდნენ. ღამე აფიქრდებოდათ, რომ მისულიყვნენ ხაზარაძის ბანკში იქ სესხი აეღოთ და შესაბამისად მერე ქონება გადაეფორმებინათ.
ეს ადამიანები დღემდე ფეხ ქვეშ თელავენ საქართველოს კონსტიტუციას, ფეხქვეშ თელავენ დემოკრატიის და ქვეყნის მოწყობის უმთავრეს პრინციპს, რომ ქვეყანაში გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს შენი ქვეყნის შიგნით, არ უნდა იყო სხვისი გავლენის აგენტი და მის დაკრულზე არ უნდა ცეკვავდე. ამავდროულად, რაც მთავარია, პატივი უნდა სცე მისი აღმატებულება ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას. ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ ბრძოლა ვნახეთ 2016 წელს, 2020 წელს, 2021-შიც, 2024-შიც, 2024-შიც. წელი არ გადის, სადაც არ საბოტაჟირებდეს კოლექტიურ "ნაციონალურ მოძრაობაში" შემავალი პარტიები ქვეყნის ინტერესის წინააღმდეგ. რაც შეეხება კონკრეტულ პარტიებს, ამ პარტიებს დავასახელებთ მაშინ, როდესაც სარჩელი გამოქვეყნდება და საზოგადოებისთვისაც ცნობილი იქნება", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.