1781384192
სტუდენტების ნაწილი ტექნიკურ უნივერსიტეტთან საპროტესტო აქციას მართავს
სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებასთან დაკავშირებით, სტუდენტების ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს.
უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეკრებილები ცოტა ხნის წინ მსვლელობით ტექნიკური უნივერსიტეტის მეხუთე კორპუსისკენ დაიძრნენ. მანამდე სტუდენტების ნაწილი რექტორ ჯაბა სამუშიასთან შეხვედრას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეები დაანონსებულ რეფორმას აპროტესტებენ.










