„შენ ხარ ადამიანი, რომლის გვერდით ყოფნა სიმშვიდეს და ნდობას გაძლევს...“ - ილია თოფურია იუბილარია
1768980777
პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში მშობლებს მორიგ სასარგებლო რჩევას უზიარებს.
„რა ლამაზად თოვს და როგორი გახარებულები არიან ჩვენი ბავშვები...ცივი ჰაერი არ გვემუქრება — ნამდვილი მტერი გადაცივება და გადაღლაა. თუ ბავშვი ჯანმრთელია და სწორად არის ჩაცმული, თოვლი მისთვის საფრთხე კი არა, უდიდესი სარგებელი და სიხარულია!
ბავშვი შაქრის ნამცხვარი არაა — ჰაერზე არ დნება. უფრო მეტიც, სწორად ჩაცმული ბავშვი თოვლში გაცილებით ჯანმრთელია, ვიდრე სახლში გადახურებული.
და ბოლოს, გარე აქტივობის შემდეგ დაალევინეთ თბილი ჩაი, ჩააცვით მშრალი წინდა და მერწმუნეთ უსაზღვროდ ბედნიერები იქნებიან“, – წერს ინგა მამუჩიშვილი.