სტიქია რუსთავში - ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა

ნკ

ძლიერმა წვიმამ რუსთავში, რამდენიმე ქუჩაზე პრობლემები შექმნა, სადაც ინტენსიური ნალექი და ძლიერი ქარი თითქმის ნახევარი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. იაღლუჯის ფერდობთან არსებულმა ცენტრალურმა სანიაღვრე არხმა ქალაქს სერიოზული საფრთხე ააცილა, თუმცა რამდენიმე ქუჩაზე მცირე დროით წყალი მაინც დაგროვდა.

რუსთავის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია მოკლე დროში შეძლეს.