„უდინეზე“ გოგლიჩიძეს, სავარაუდოდ, დღეს ოფიციალურად წარადგენს

გოგლიჩიძე

საქართველოს ნაკრების მცველმა საბა გოგლიჩიძემ „უდინეზეში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა, ეს კი ნიშნავს, რომ იტალიური კლუბის მოთამაშეა – ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი მცველი კლუბთან კონტრაქტს დღეს გააფორმებს და „უდინეზე“ ტრანსფერს ოფიციალურად გამოაცხადებს.

ფეხბურთელის მიმართ ინტერესი „კალიარის“, „სასუოლოს“, „რომას“ და კიდევ რამდენიმე კლუბს ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ კონკურენტებს „უდინეზემ“ აჯობა.

„ემპოლი“ ტრანსფერში 4 მილიონ ევროს მიიღებს, გოგლიჩიძე კი 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ახალ სეზონს კვლავ იტალიის სერია A-ში ითამაშებს.