ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი შეცდომით მოკლეს! - გახსნილია 2003 წლის მკვლელობის საქმე
1771705778
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე კოკა კაციტაძემ დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის საქმიანობაზე, განვითარებაზე და გამოწვევებზე ისაუბრა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინსტიტუციური და ფუნქციური დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით, სამსახურის შესახებ კანონში განსახორციელებელ ცვლილებებს, ასევე ყურადღება გამახვილდა დაზარალებული მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებასა და დანაშაულის პრევენციისთვის კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებაზე.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ სახალხო დამცველს და მის მოადგილეებს სამოხელეო დანაშაულების პრევენციის საბჭოს შექმნის ინიციატივაც გააცნო.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სახალხო დამცველის აპარატთან მჭიდო თანამშრომლობის სურვულს და მზაობას.სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ომბუდსმენთან შეხვედრას სახალხო დამცველის მოადგილეები- თამარ გვარამაძე და გიორგი ბურჯანაძე ესწრებოდნენ.