მოსალოდნელია ძლიერი თოვა - ამინდი უარესდება
1766607219
ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის ამანათების მიღებას იწყებს. პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება შესაძლებელი იქნება 29-30 დეკემბერს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, ხოლო 31 დეკემბერს 09:00 საათიდან 15:00 საათამდე.
„წარმოგიდგენთ იმ კვების პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა მიღების უფლებაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს ამანათის სახით აქვს:
• ხორცი შემწვარი ან მოხარშული - 3კგ;
• გოჭი შემწვარი არაუმეტეს ერთი ცალი;
• ქათამი შემწვარი ან მოხარშული - 3 კგ;
• ყველი - 3 კგ;
• ხაჭაპური და ლობიანი 3-3 ცალი;
• გოზინაყი - 500 გრამი;
• კიტრი და პომიდორი 2-2 კგ;
• ჩურჩხელა - 5 ცალი“, - აღნიშნულია სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცხელი ხაზის 1500 მეშვეობით.