მოთოვს თუ არა ახალი წლის ღამეს? - სადღესასწაულო დღეების ამინდის პროგნოზი
1766606289
დადგენილი ფაქტია, რომ შეერთებული შტატები და ევროკავშირი ერთმანეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკურ-პოლიტიკური პარტნიორები არიან, ისინი ახლა ერთგვარი ურთიერთობის გარკვევის პირობებში არიან, საქართველოში ამბავი არის სხვანაირად, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელმაც გააყალბა არჩევნები, მოახდინა ხელისუფლების უზურპაცია, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ევროკავშირისა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ერთმანეთს არ უდნა შევადაროთ.
„ხელისუფლების უზურპაციის პირობებში, „ქართული ოცნება“ ევროკავშირის წინააღმდეგ წავიდა, მიიღო მთელი რიგი კანონები, რომელმაც შეზღუდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, ძალადობს საკუთარ მოქალაქეებზე, პოლიტიკურ ოპონენტებზე, მედია სისტემაზე, საქართველოში დემოკრატიას ასამარებს, საქართველოს თიშავს საერთაშორისო გეოპოლიტიკური თამაშიდან და დემარშს უწყობს ევროკავშირს, რომლის წევრობის კანდიდატიც არის დღეს ეს ქვეყანა, რადგან საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას უნდა. ქალბატონი კალასი ყოველ ჯერზე ამბობს მიზეზს, თუ რატომ დაუწესდა სანქციები საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებს, საერთოდ არ შედის ემოციურ განხილვაში და იმაში, ნაწყენია თუ არა ვიღაცაზე და რაღაცაზე. შეერთებულ შტატებთან მიმართებაში თავის პოზიცია აქვს და აბსოლუტურად სხვა მასშტაბის პოლიტიკური პროცესია. აბსოლუტურად სხვა საკითხი ეხებათ ბატონ პაპუაშვილს, კობახიძეს, ბოჭორიშვილს და სხვებს, რომლებიც ჯერ კიდევ ითვლებიან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ხელისუფლებად. ამის პარალელურად, ისინი ახდენენ დისკრედიტაციას ევროკავშირის, ევროპული ქვეყნების, ემტერებიან პირდაპირ მათი რიტორიკით და ქვეყანაში ადგილზე აწარმოებენ ჩვენი მოკავშირეების საწინააღმდეგო პოლიტიკას“, – განაცხადა დათუნაშვილმა.
ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ში შესვლა აუკრძალა ხუთ პირს, რომლებიც ამერიკულ ონლაინ პლატფორმებზე მასალების ცენზურას ახდენდნენ, ერთ-ერთი მათგანია ყოფილი ევროკომისარი ტიერი ბრეტონი.
აშშ-ის მიერ სავიზო შეზღუდვის დაწესებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ევროკომისიამ, რომელშიც ნათქვამია: „აშშ-ის ხელისუფლებისგან განმარტებები მოვითხოვეთ. საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ გადამწყვეტი პასუხისთვის, რათა ჩვენი მარეგულირებელი ავტონომია გაუმართლებელი ზომებისგან დავიცვათ“.
მოგვიანებით, აშშ-ის აღნიშნული ქმედება დაგმეს ევროკავშირის ლიდერებმა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ „აშშ-ის გადაწყვეტილება, დააწესოს ევროპის მოქალაქეებისა და თანამდებობის პირებისთვის მოგზაურობის შეზღუდვები, მიუღებელია და ჩვენი სუვერენიტეტის გამოწვევის მცდელობაა“.