„სოციალური მედიის წყალობით, ამდენ ღვარძლს, ბულინგს, სხვის კრიტიკას და შეურაცხყოფას რომ ნახავენ მომავალი თაობები, ნეტა რას იფიქრებენ?!“ - გიორგი კალანდია

გიორგი კალანდია

„სოციალური მედიის წყალობით, ყველა ჩვენთაგანის ციფრული ისტორია ხომ ინახება, ამდენ ღვარძლს, ბულინგს, სხვის კრიტიკას და შეურაცხყოფას რომ ნახავენ მომავალი თაობები ნეტა რას იფიქრებენ?!“ - ამის შესახებ ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია წერს.

„ეს არის კოლაუ ნადირაძის მინაწერები გალაქტიონის „ლურჯა ცხენებზე“, აქ ასეთი ფრაზებია: „აბდაუბდაა“, „უაზრო ბოდვაა“...

ჰოდა იცით რა გამახსენდა, სოციალური მედიის წყალობით ყველა ჩვენთაგანის ციფრული ისტორია ხომ ინახება ამდენ ღვარძლს, ბულინგს, სხვის კრიტიკას და შეურაცხყოფას რომ ნახავენ მომავალი თაობები ნეტა რას იფიქრებენ?! არადა კოლაუ ნადირაძის ამ მინაწერებისა არ იყოს..

ამ სივრცეში ყველა თავის ბიოგრაფიას საკუთარ კედელზე საკუთარი სტატუსებითა და კომენტარებით წერს“, - წერს გიორგი კალანდია.