სოციალურ ქსელში ახალგაზრდა პედაგოგს ემშვიდობებიან

ჩილაჩავა

მარტვილში ახალგაზრდა 41 წლის მასწავლებელი გარდაიცვალა. იგი სოფელ ჯოლევის მკვიდრი იყო.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა მარტვილელი, სოფელ ჯოლევის საჯარო სკოლის მასწავლებელი ნათია ჩილაჩავა გარდაიცვალა. ამის შესახებ მისი ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ.

„დეიიი… რა დავწეროოო, რა ვთქვა…. მენანები და მტკივა სული მეკვრება, მშვიდად განისვენე ჩემო პეპელავ".

პედაგოგ ნათია ჩილაჩავას ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა,  ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.         

✕