პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სოსო ჯაჭვლიანი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაემგზავრება, ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ მისმა უახლოესმა მეგობარმა, პოლიტიკოსმა დავით ლორთქიფანიძემ განუცხადა.
მისი თქმით, თურქულ კლინიკასთან მოლაპარაკებები დასრულებულია.
დავით ლორთქიფანიძე - ბოლო თვეებია, სოსო სერიოზულადაა ავად. აქვს სიმსივნე და ინტენსიურ მკურნალობას გადის ქართულ-გერმანულ კლინიკაში. იტარებს სამედიცინო მანიპულაციებს, მათ შორის, ქიმიას. ბოლო პერიოდში, თვალშისაცემი შედეგიც აქვს. ის თვეების განმავლობაში კომუნიკაციაში არავისთან შედიოდა. ქიმიას რომ გაიკეთებს, კონტაქტური არ არის ხოლმე.
სოსოს სამი წლის წინ კუჭის სიმსივნე ჰქონდა და ოპერაცია გერმანიაში გაიკეთა. მაშინ ბატონი ბიძინა ივანიშვილი გვერდით მაგრად დაუდგა და სიკვდილს ხელიდან გამოვტაცეთ. არ იყო წინაპირობა იმისა, რომ რამე მოუვიდოდა, კონტროლზეც იყო, მაგრამ 5 თვის წინ სიმსივნე ღვიძლზე აღმოაჩნდა.
როცა გარდაცვალების შესახებ ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, დავურეკე. ტელეფონზე არ მიპასუხა და მომენტალურად, მასთან სახლში წავედი. არ ჰქონდა თავი, რომ ეპასუხა.
სოსო ახლა მკურნალობის კურსს იტარებს და უმოკლეს დროში თურქეთში გაემგზავრება სამკურნალოდ, საკმაოდ სერიოზულ კლინიკაში. კლინიკის მითითებით, გენეტიკური ანალიზი გაუკეთეს, რომ მკურნალობა კონკრეტული მიმართულებით წავიდეს და არ გაუკეთდეს ქიმია ისე, რომ მთელი ორგანიზმი დაენგრეს.
თურქეთის კლინიკასთან მოლაპარაკებები დასრულებულია და დღე-დღეზე გაემგზავრება. იქ 5-ეტაპიანი მკურნალობა უნდა ჩაიტაროს, რომელიც 2-3 თვეს მოიცავს. პირველი ეტაპის შემდეგ რეაბილიტაცია ჩაუტარდება, შემდეგ ისევ მკურნალობა და ა.შ. ეუბნებიან, რომ მკურნალობის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება.
ასევე ნახეთ:
👉 „ვიყავი ძალიან შეყვარებული... ძალიან ბევრი სიმწარეა, თუმცა...“ - მერაბ შარიქაძე
👉 „მგონია, რომ ჯადოებს მიკეთებენ, ბევრჯერ უჩუქებიათ ნივთები, რომელიც...“ - ინტერვიუ რეზი ქირიასთან