VIDEO: „მქონდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი...“ - პატრიარქის ემოციური ჩანაწერი
1773777229
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში სტალინის ძეგლი დადგეს. ვინ არის ძეგლის დადგმის ინიციატორი ამ დრომდე უცნობია, თუმცა როგორც ადგილობრივებმა აღნიშნეს, სტალინის ქანდაკება მათი სურვილით აღმართეს.
უცნობია, ჰქონდათ თუ რა ადგილობრივებს შესაბამისი უწყებიდან ძეგლის დადგმის ნებართვა. ფაქტის შესახებ ადგილობრივ მერიაში კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.
ადგილობრივები სტალინის ძეგლის გარშემო სკვერის მოწყობასაც გეგმავენ.