მწვანე ხის გველი ზოდიაქოს 5 ნიშანს ნამდვილი სასწაულების წელს ჰპირდება
1736448403
საქართველოში გერმანიის საელჩო სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ოჯახს და ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს.
„დღეს, 9 იანვარს, გერმანიის საელჩოში დროშა დაშვებულია. სოფელ საბერიოში მომხდარმა წარმოუდგენელმა ტრაგედიამ ყველა შეგვძრა. ამ მძიმე დღეებში გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს და ქართველ ხალხს“, – აღნიშნულია გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. ხანძრის შედეგად დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ.