სოფელ ნასაგურში, სასაწყობე შენობაში ხანძარი იყო

ხანძარი

 სამგორის რაიონის სოფელ ნასაგურში გუშინ საღამოს ძლიერი ხანძარი იყო. ცეცხლი საყოფაცხოვრებო ნივთების სასაწყობე ფართს ეკიდა, რომელიც დაახლოებით 4 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 20 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა მუშაობდა. მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირებით ხანძრის ლიკვიდაცია მალევე მოხერხდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.