ახალციხეში, ბაგა–ბაღში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა
1746457646
სოფელ ბაბილთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)- წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 91-ე კმ-ზე (სოფ.ბაბილი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. პარალელურად, გრძელდება სამუშაოები გზის გაფართოების მიზნით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბილთან დღეს მეწყერი ჩამოწვა. მეწყრის შედეგად არავინ დაშავებულა. დაახლოებით 07:00 საათისთვის გზის გარკვეულ მონაკვეთზე ორი მგზავრი ავტომობილით გადაადგილდებოდა და მათ მოახერხეს, შემთხვევის ადგილს გარიდებოდნენ.