სლოვაკეთის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლემ 2 ადამიანი მოკლა

ლო

სლოვაკეთში, სკოლაში, თავდასხმისას, მოსწავლემ 2 ადამიანი მოკლა. მკვლელობა მოხდა მას შემდეგ, რაც მოსწავლე მასწავლებელსა და ორ თანაკლასელს დანით თავს დაესხა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.

სასწრაფო დახმარების სპიკერმა მედიასთან განაცხადა, რომ სპისკა სტარა ვესში მდებარე უმაღლეს სკოლაში რამდენიმე ეკიპაჟი გაგზავნეს.

18 წლის მოსწავლე მომხდარიდან მალევე დააკავეს. საგამოძიებო უწყების განცხადებით, შემთხვევის შემდეგ, ქალაქში შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრები პოლიციის უფროსთან ერთად გაემგზავრნენ.