სკოლებში მობილურების გამოყენება იკრძალება

სკოლა

მომავალი სასწავლო წლიდან სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება. 

ახალი რეგულაცია მხოლოდ საჯარო სკოლებზე ვრცელდება.

ჯერჯერობით უცნობია ექნებათ თუ არა სკოლებში მოსწავლეებს მობილური ტელეფონების შეტანის უფლება ან იქნება თუ არა ცალკეული გამონაკლისები.

ამ ეტაპზე მხოლოდ ცნობილია ის, რომ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას მობილურ ტელეფონს ვერცერთი მოსწავლე ვერ გამოიყენებს. 

გადაწყვეტილების მიზეზად ტელეფონებზე ჭარბი დამოკიდებულება და ბოლო კვლევების საგანგაშო მონაცემები სახელდება, რომლის მიხედვითაც სასწავლო პროცესის დროს მობილურების გამოყენების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია.