„ხალხმა დაიწყო, ამას მამა უყვარდაო? ვისზეც მეგონა ჩემი მეგობრები იყვნენ, სადღაც გაქრნენ...“ - ნათია ზარანდია

ნათია ზარანდია

მომღერალ ნათია ზარანდიასთვის ბოლო პერიოდი მისთვის განსაკუთრებული წარმატების მომტანი აღმოჩნდა. მომღერალს 2 წლის წინ მამა მძიმე დიაგნოზით გარდაეცვალა, მაშინ მას ფინანსური დახმარებაც დასჭირდა. აღნიშნულ თემაზე ნათიამ გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ ისაუბრა:

„უსიმპათიურესი მამა მყავდა, ენერგიული. მძიმე დაავადება შეემთხვა, მეოთხე სტადიის, განუკურნებადი. მე ბევრი ვიბრძოლე მისი გადარჩენისთვის, დამჭირდა ფინანსური დახმარება. 20 000$ დამჭირდა თურქეთში მისი ოპერაციისთვის. 3 დღეში ეს თანხა შეგროვდა. დიაგნოზის დასმიდან 2 თვეში გარდაიცვალა, არაფერმა უშველა, მეუბნებოდნენ, აზრი არ აქვსო.

მამაჩემი იყო ოჯახის საყრდენი, მშრომელი და მეოჯახე იყო. ხალხმა დაიწყო, ამას მამა უყვარდაო? ვისზეც მეგონა ჩემი მეგობრები იყვნენ, სადღაც გაქრნენ, ბევრმა თქვა, რომ მე ეს თანხა მოვიხმარე“, - ამბობს ნათია ზარანდია.