უკვე მიხვდა ან მიახვედრეს, რომ უკრაინა არ არის 2-3-კვირიანი კომპიუტერული თამაში - ვისზე წერს გიორგი ფხაკაძე

გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას ურჩევს, რომ საქართველოდან უკრაინაში ჩასვლის ნაცვლად, აქედან დაეხმარონ და იქ ტვირთად არ დააწვნენ, რადგან იქ ახლა მხოლოდ პროფესიონალები არიან საჭირო.

„უკრაინაში ამჟამად სჭირდებათ პროფესიონალი სამხედროები (ერაყი, ავღანეთი, აფრიკა გამოვლილები, განსაკუთრებით სპეცდანიშნულების ხალხი) კიდევ ერთხელ, პროფესიონალები ვინც აპირებდა ჩასვლას, უკვე უკრაინაში არიან და იცავენ იქ თავის სამშობლოს, უკრაინას და საქართველოს ტურისტებად უკრაინაში ახლა მარტო რუსები ჩადიან. სჯობს, უკრაინას დავეხმაროთ საქართველოდან, ამის ბევრი გზა არსებობს და ტვირთად არ დავაწვეთ უკრაინას… დიახ, არაპროფესიონალები და არაკომპეტენტური სპეციალისტები არავის არსად სჭირდება, და ყველგან არიან მძიმე „ბალასტად“… იქ ჩასული “ბალასტი” უკვე მიხვდა ან მიახვედრეს, რომ უკრაინა არ არის 2-3-კვირიანი კომპიუტერული თამაში და უკან ბრუნდებიან/აბრუნებენ და უკვე აღარც უშვებენ.

უკრაინის ომი არ არის სპექტაკლი/შოუ. რეიტინგის და პიარის გაკეთება უკრაინის ომის ხარჯზე არის გულის ამრევი და არაადამიანური საქციელი. ამას ვამბობ მე ომის დაწყების პირველივე დღიდან. დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას, უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცები გმირები არიან“, - წერს ფხაკაძე.