პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინასა და რუსეთის ოფიციალურ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების განახლება 21 მარტს, ონლაინ რეჟიმში იგეგმება.
უკრაინელების 74% ომის დასრულებასთან დაკავშირებით, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის პირდაპირი დიალოგის გამართვას ემხრობა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
გამოცემის ცნობით, კვლევა 18 მარტს ჩატარდა.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 25% პრეზიდენტებს შორის ასეთი დიალოგის გამართვის წინააღმდეგია.
გარდა ამისა, გამოკითხულთა უმეტესობა - 89% უარყოფითად არის განწყობილი უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანის გარეშე რუსეთთან დროებითი ზავის ხელმოწერის საკითხზე.
გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების 90% გამარჯვებაში დარწმუნებულია, 70%-ზე მეტი უკრაინის ნატოში ინტეგრაციის მომხრეა.