„სიცხეზე მიწა შრება და ქვავდება...“ - შოვში, ზაზა მესხსა და მის შვილებს ამ დრომდე ეძებენ

ოჯახი

ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს შოვში 21 ადამიანი ემსხვერპლა.

ზაზა მესხს და მის სამ შვილს მაშველები სტიქიის ზონაში ამ დრომდე ეძებენ. 

მოქალაქეები „რაჭის“ ჯგუფში ჯერ კიდევ არ კარგავენ მათი პოვნის იმედს:

„ხომ შეიძლება გზააბნეულები, თუნდაც ბავშვები და შეშინებულები ტყეში რომ იყვნენ, ჯერ კიდე იმედს ვიტოვებ რაღაცნაირად , ძაღლები რომ გამოიყენონ ტყეში საძებნად იქნებ ვინმე მაინც გადარჩა კიდევ...

მალე უნდა იპოვონ თორემ ის მიწა ქვავდება ნელ-ნელა...

ყველაზე საშინელება ისაა რომ მალე შრება მიწა სიცხეზე და ადვილად შეიკუმშება ერთგვაროვანი მასა გახდება“

ცნობისთვის, 5 აგვისტოს ზაზა მესხის მეუღლის, ალინა პოლიკოვსკას ცხედარი მაშველებმა იპოვეს.

ასევე ნახეთ:

„დადექი, მიწავ!... სიფერმკრთალეს ავუნთებ უღვთოდ წაშლილ საფლავებს" - ტარიელ ხარხელაურის ემოციური ლექსი

„ძლიერ სიცხეში ბავშვს შეიძლება ტემპერატურა 39 გრადუსამდე აეწიოს" - სიმპტომები, რომლებიც ცხელი ამინდის ბრალია

„რა გული გიძლებთ ბიჭებო?! მადლობა თქვენს მშობლებს“ - მაშველების კადრებს ემოციური კომენტარებით ეხმიანებიან