სინოპტიკოსების საგანგებო გაფრთხილება - როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

ამინდი თოვლი

31 მარტს ქუთაისში +8 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. ნალექიანი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც იწვიმებს. დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს. +7 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში მოსალოდნელია თოვლი. დღისით 0 გრადუსია, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

თოვლიანი დღეა მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -2 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია თოვლი.

თოვლს ვარაუდობენ ბორჯომშიც, სადაც დღისით +3 ღამის ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით 0 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -6 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც თოვლია მოსალოდნელი. დღისით +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +0 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში -2 გრადუსი და თოვლია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსი იქნება. თოვლია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით -2, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +7 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი. მოსალოდნელია წვიმა და ქარი.

გურჯაანშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +6 გრადუსი, ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +6 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +6 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია თოვლი.