პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ფოტოზე ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერთან, გიორგი ვაშაძესთან ერთად მყოფი პირი ბექა გრიგორიადისია. გავრცელებული ინფორმაციით, ის ხოშტარია-ჯაფარიძე-ვაშაძისგაერთიანების აქტიური მხარდამჭერია.
ოპოზიციის აქტივისტია მისი ვაჟი ლაზარე გრიგორიადისიც, რომელიც სამართალდამცველებმა 7-8 მარტის აქციების დროს პოლიციელებზე თავდასხმისთვის დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, ლაზარე გრიგორიადისი წარსულში ერთხელ უკვე ნასამართლევია. მას ბრალი მამის მიმართ ძალადობისთვის ჰქონდა წარდგენილი.
ამჟამად კი, დაკავებულს 7-8 მარტის აქციაზე იმ ეპიზოდს ედავებიან, რა დროსაც მან პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ისროლა, ასევე ცეცხლი წაუკიდა სამართალდამცველების ავტომობილს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და თბილისის პროკურატურის თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული, წარსულში პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის სახდელდადებული, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე და 11 პრიმა 187-ე მუხლებით ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემული და ამჟამად განსასჯელი ლ.გ. პოლიციელზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.გ.-მ მიმდინარე წლის 7,8,9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა.
ასევე, ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.
აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.
7,8,9 მარტს მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ძალადობრივ ქმედებებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მაშინვე დაიწყო და გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ყველა იმ პირის დაკავების მიზნით, რომლებმაც განახორციელეს პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა სამართალდარღვევები," - აღნიშნულია განცხადებაში.