დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
11 მაისს ქუთაისში +19 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმს. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც იწვიმებს. დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 12 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 12 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს. +19 გრადუსი და ნალექია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში წვიმაა ნავარაუდები. დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი. ახალციხეში წვიმს, დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა 8 გრადუსამდე დაიწევს.
წვიმას ვარაუდობენ ბორჯომში, სადაც დღისით +19 ღამის ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით წვიმა და 15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 4 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში წვიმას ვარაუდობენ. დღისით +13 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 3 გრადუსი იქნება. ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +14, ღამით კი 4 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. თელავში დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. მოსალოდნელია წვიმა.
გურჯაანში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +22 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში +24 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.