ქუჩები, სადაც 11 მაისს ელექტროენერგია შეიზღუდება

თელასი

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 11 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

კერძოდ, საბურთალოს რაიონში,ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), აგრარული უნივერსიტეტის დასახლების (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I, III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ფარნავაზის გამზირის, გიორგი ბრწყინვალის, მეფე მირიანის, დემეტრე თავდადებულის, პეტრე იბერის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, პეკინის გამზირის, დელისის III ქუჩის, სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I, III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), აგრარული უნივერსიტეტის დასახლების (ნაწილობრივ), ფარნავაზის გამზირის, გიორგი ბრწყინვალის, მეფე მირიანის, დემეტრე თავდადებულის, ,პეტრე იბერის, პეტრიწის, თამაზ ნადარეიშვილის, გაზაფხულის, ბაკურიანის, ბაკურციხის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, თამაზ ჭილაძის, ვიქტორ დოლიძის, კიტა ბუაჩიძის, ლიხაურის, კოსტავას, ვახტანგ ჩიქოვანის, სიმონ ჩიქოვანის და ქარელის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მიხეილ თამარაშვილის, გივი სვანიძის, სოლიკო ხაბეიშვილის, მიხეილ თუმანიშვილის, მიშველაძის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, გიორგი წერეთლის და ვახტანგ ლეჟავას ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების (ნაწილობრივ), თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, თემქის დასახლების X კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის (ნაწილობრივ), ჩარგლის, შატილის და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის, ვახუშტი ბაგრატიონის, ზუგდიდის, სოხუმის და იროდიონ ევდოშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონში, ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ეროსი მანჯგალაძის, ხუდადოვის, ცოტნე დადიანის, ზაქრაძის, ლალიონის და არჩილ ქურდიანის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ეროსი მანჯგალაძის, მიხეილ მესხის, ხუდადოვის, ნოე ჩხიკვაძის, არგვეთის, მანგლისის, ნინო ტყეშელაშვილის და სოლომონ ქურდიანის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონში, ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ავჭალის გზატკეცილის, გლდანულას დასახლების, გლდანის ხევის დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, კობერიძის, გმირ კურსანტთა, მეგობრობის, დავით სარაჯიშვილის, ქერჩის, ლაზოს, იპოლიტოვ-ივანოვის, ჯანაშვილის, ჯანჯღავას, გელა ჭედიას და კაჭარავას ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II, VI მიკრორაიონების (ნაწილობრივ) და გლდანის ხევის დასახლების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.