1786348006
სინოპტიკოსების გაფრთხილება დღეს მოსალოდნელი ამინდის შესახებ
დღეს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმს. დედაქალაქში წვიმიანი ამინდი სინოპტიკოსების პროგნოზით უახლოეს დღეებშიც შენარჩუნდება, ჰაერის ტემპერატურა კი 32-34 გრადუსი დაფიქსირდება.
„დასავლეთ საქართველოში ზოგან კვლავ წვიმას ველოდებით. შავი ზღვის სანაპიროზე ნაკლებად არის მოსალოდნელი. ტემპერატურა დაბლობში იქნება 25-30 გრადუსი, მთაში - 29 გრადუსამდე. აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია ზოგან იწვიმოს. ტემპერატურა 30-35 გრადუსი იქნება. თბილისში დღესაც და უახლოესი დღეების განმავლობაშიც, ველოდებით დროგამოშვებით მცირე წვიმას“, - განაცხადა სინოპტიკოსმა თამარ გულედანმა.










