1747846232
სინოპტიკოსების გაფრთხილება, დღეს მოსალოდნელი ამინდის შესახებ

22 მაისს ქუთაისში დღისით +28 და ღამით +17 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ.
მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც, დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13, იქნება მცირედი ქარი. ბათუმშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. მზეა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +27, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი.
მზიანი დღეა სოხუმშიც. +24 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში მზიანია ამინდია, დღისით +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება.
მზიანი დღეა ბორჯომში, +23 იქნება დღისით, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში დღისით +22 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში დღის განმავლობაში +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება. ომალოში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +15, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხშიც მზიანი ამინდია. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. მზეა თელავშიც, სადაც დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანშიც მზიან ამინდს ელოდებიან. დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მზიანი დღე იქნება. დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში მზიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.