„ქილერს დაკავებისას 17 000 ლარი აღმოაჩნდა...“ - ვაკეში მოკლული ბიზნესმენის საქმის ახალი დეტალები
1758744386
პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდა. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
ჟურნალისტებთან საუბრისას ნავროცკიმ განაცხადა, რომ ტრამპთან გაეროს გენერალურ ასამბლეის სესიაზე მისი სიტყვით გამოსვლა განიხილა.
„მე ვუთხარი პრეზიდენტს, რომ მას შესანიშნავი გამოსვლა ჰქონდა“, - თქვა ნავროცკიმ.
ამასთან ერთად, როგორც ნავროცკიმ განაცხადა, ტრამპთან საუბრის დროს მათ პოლონეთში არსებული ვითარებაც განიხილეს.
„მან მე მითხრა - ის ამას მუდამ, ჩვენი შეხვედრის პირველივე დღიდან აკეთებს - რომ შეერთებული შტატები პოლონეთს მხარს უჭერს და მას ახარებს ჩვენი ღრმა, მნიშვნელოვანი, ღირებულებებზე დამყარებული ურთიერთობები პოლონეთსა და აშშ-ის შორის“, - დასძინა პოლონეთის ლიდერმა.