სინოპტიკოსები დღეს მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებენ

ღრუბლიანი ამინდი

23  დეკემბერს, ორშაბათს საქართველოში ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი, უმეტესად უნალექოდ.

დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. დღისით უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში დღისით +13, +18°; მთაში დღისით +7, +12°; მაღალმთაში დღისით +3, +8°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღისით უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში დღისით +7, +12°; მთაში დღისით +3, +8°; მაღალმთაში დღისით +1, +6° .

ღრუბლიანობა მოიმატებს თბილისშიც, უმეტესად უნალექოდ ტემპერატურა +11° იქნება. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ.