ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ დღეს UEFA-ს სუპერთასის ფინალში „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდება

ხვიჩა კვარაცხელია

დღეს UEFA-ს სუპერთასის საიუბილეო, 50-ე გათამაშება გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ ევროპის ლიგის ტრიუმფატორ „ტოტენჰემს“ შეხვდება.

მატჩი იტალიის ქალაქ უდინეში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ თამაშამდე ერთი დღით ადრე, ცნობილი გახდა, რომ ფრანგული კლუბი მეკარე ჯანლუიჯი დონარუმამ დატოვა.