რას ამბობს გოგა მანია კაშხლის საფრთხის შესახებ
1755025231
მისასალმებელია მცდელობა, რომ ანგარიშებიდან შეძლებისდაგვარად პოლიტიკური მდგენელი იყოს გამოტანილი, თუ შევადარებთ გასული წლების ანგარიშს, ვნახავთ ბევრად მკვეთრად შემცირებულ პროპაგანდისტულ ხაზს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ანგარიში ეფუძნება შეხედულებებს, აღქმებს და ამიტომ აშშ თავის შეფასებებში მაქსიმალურად უნდა დაეყრდნოს კონკრეტულ ფაქტებს.
„გადაამოწმონ ოფიციალურ პირებთან და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთონ შესაბამისი განცხადებები. ჩვენ მზად ვართ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის. იცით, რომ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ტერორიზმის მიმართულებით და ეს ანგარიშებიც არის ტერორიზმის, ტრეფიკინგის მიმართულებით. თუ მათ აქვთ სურვილი, რომ სიმართლითა და ფაქტებით გააკეთონ განცხადებები, ჩვენ დიდი სიამოვნებით მზად ვართ მათთან თანამშრომლობისთვის. მივესალმებით იმ პოზიტიურ შეფასებებს, რომელიც არის ნახსენები ამ ანგარიშში, მათ შორის საქართველოს სახელმწიფოს ძალისხმევა და მცდელობა, რომ მაქსიმალურად დროულად და ეფექტურად იყოს გამოძიებული ყველა ტიპის საქმე. თუმცა, საერთო ჯამში ვთვლით, რომ არის არაერთი მონაკვეთი, რომელიც ეფუძნება არა ფაქტებს, არამედ აღქმებსა და შთაბეჭდილებებს. როცა საუბარი გვაქვს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე, არ დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ის ორგანიზაცია, რომელიც მისი დღევანდელი ხელმძღვანელის შეფასებით, ჯერ კიდევ არის რეფორმირების პროცესში და ჯერ არ არის დასრულებული ამ ორგანიზაციის გაწმენდა იმისგან, რასაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი უწოდებს „დიფ სთეითს“. ამიტომ, ჩვენ შეიძლება, გვქონდეს მსგავსი ტიპის ანგარიშები, რომელიც ეფუძნება ხშირად არა ფაქტებს, არამედ აღქმებს“, – განაცხადა მახაშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების შესახებ 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.