„შვილიშვილებისთვის კანფეტი ვერ მიყიდია... ჩემი შვილი რომ არა, არ ვიცი, რა მეშველებოდა“ - მედეა ლორთქიფანიძე

მედეა ლორთქიფანიძე

მედეა ლორთქიფანიძე თავისი გაჭირვების შესახებ საუბრობს და ამბობს, შვილი რომ არა, თავის გატანას  ვერ შეძლებდა.

ამის შესახებ მედეა  ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს. 

„პენსია არც წამლისთვის მყოფნის, არც გადასახადებისთვის და არც არაფრისთვის. ჩემი შვილი რომ არა, არ ვიცი, რა მეშველებოდა.. რომ გაიძახიან, აფთიაქებში წამლები გაიაფდაო, რა გაიაფდა, არც წნევის წამლები გაიაფებულა და არც გულის წვეთები! გაზი ნახევარზე მაქვს ჩართული, რადგან 80 ლარამდე ადის გადასახადი.

ბახტრიონზე რომ ვცხოვრობდი, ის სახლი გავყიდე და შვილთან ახლოს, შედარებით პატარა ბინაში გადმოვედი. გამიჭირდა, ვალები დამედო. სამი ოთახი მქონდა, გადასარევად ვცხოვრობდი. ახლა კი შვილიშვილებისთვის კანფეტი ვერ მიყიდია ჩემი პენსიით…“,- ამბობს მსახიობი.