შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

შუქი

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 3 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

„კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის III, IIIა მიკრორაიონების, კრწანისის, გოდოლაძის და ჟორდანიას ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის I, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მუხიანის I, III, IVა, IVბ მიკრორაიონების, მუხიანის აგარაკების, მუხიანი-2 დასახლების, დუმმბაძის, ნოზაძის და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას",- ნათქვამია „თელასის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.