1728194938
შუქი გაითიშება - „ენერგო-პრო ჯორჯიას" განცხადება
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
,,გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 3 ივნისს 12:00-დან 17:00 საათამდე დენი გაითიშება მცხეთაში: სამხედროს, ნარეკვავის, გოგებაშვილის, გურამიშვილის, კახეთის, საგურამოს, ღართიკარის, სააკაძის, ქართლის ქუჩებზე და მიმდებარე ტერიტორიაზე.
5 ივნისს 11:00-დან 14:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: წეროვანი, ნატახტარი, ჩარდახი, გოროვანი, ზემო წეროვანი, სხალტბა, მისაქციელი, კვლევითი ინსტიტუტის დასახლება, მუხრანი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება", - აცხადებენ კომპანიაში.