შუქი გაითიშება - ,,ენერგო-პრო ჯორჯია" აბონენტებს აფრთხილებს

შუქი

10 იანვარს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

მიზეზად კომპანია გეგმურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასახელებს.

„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 იანვარს 06:00-დან 08:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს ზაჰესში, თბილისში: დავით აღმაშენებლის ხეივანში, ავჭალაში.

11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს ქალაქ მცხეთაში: არმაზის, გიორგობიანის, აღმაშენებლის ქუჩებზე; სოფლებში ძეგვი, ნიჩბისი, ხეკორძი, ძველი ქანდა, ციხედიდის და შიომღვიმის ტერიტორიებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.