შუქი გაითიშება - „ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

შუქი

„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ივლისს 10:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ახატანი, ჭოპორტი, ბიწმენდი და მიმდებარე სოფლებში;

01:00-დან 02:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მუხათწყარო, თხინვალა, ლისი და მიმდებარე სოფლებში;

01:00-დან 03:30 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიღომში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე;

13:00-დან 20:00 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში;

15:15-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ გლდანში, გიორგიწმინდაში და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, - აცხადებენ კომპანიაში.