ჩერნობილში რაღაც უცნაური ხდება - მეცნიერებმა უჩვეულო აღმოჩენა გააკეთეს
1780934459
ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ივნისს 09:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ყანობი, ხურთისი, კობი, ალმასიანი, ოქროყანა, ფხელშე, უხათი, გიმარა, ხოლო 12:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში: გორისციხე, ფხელშე, ვარდისუბანი, ტყარშეტი, გველეთი, სიონი და მიმდებარე სოფლებში.
10:25-დან 20:00 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: წითელსოფელი, ლაშარის ჯვარი, ჭოპორტი, ბაგიჭალა, ქვეშეთი, ბედონი, არახვეთი; 11:30-დან 18:30 საათამდე - მომხმარებლებს სოფლებში: ილტოზა, ოძისი, მჭადიჯვარი, ბაქაქურები; 11:50-დან 20:00 საათამდე - აბონენტებს დაბა ფასანაურში, სოფლებში: ლუთხუბი, ზანდუკი, მაქართა, ჩოხი, ბაკურხევი, ბიბილაანი და მიმდებარე სოფლებში.
10:25-დან 20:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ მომხმარებლებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ნავაზი, ნაოზა, ნავაზარი, მისაქციელი და მიმდებარე ტერიტორიაზე. 11:30-დან 18:30 საათამდე - აბონენტებს სოფლებში: ქსოვრისი, მუხრანი, ვარდისუბანი, არმაზი, არაშენდა. 11:00-დან 16:00 საათამდე ძაბვის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენტების ნაწილს სოფელ დიღომში ხატაეთის, ჭელიძის, ფატმანის, როსტევანის ქუჩებზე, 12:00-დან 16:00 საათამდე - სოფლებში: წოდორეთი, მსხალდიდი, ზემო და ქვემო ლისი, ბევრეთი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.